ეუთო/ოდირისა და IRI-ის უმწვავესი დასკვნების შემდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია კრიტიკულად აფასებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ უხეში დარღვევების მასშტაბმა არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა. ამავე დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი, როგორ დაესხნენ თავს მისიის დამკვირვებლებს კახეთში ოცნების ზონდერები და საავტომობილო შემთხვევის იმიტაცია გაითამაშეს.
საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა 28 ნოემბრით თარიღდება, თუმცა არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა მხოლოდ მედიაში დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო.
უფრო ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას სიუჟეტში.