წამება, არაადამიანური მოპყრობა და პატიმრობა | რაზე მიუთითებენ ადვოკატები და რას ჰყვებიან საპატიმროებში

გამოქვეყნდა:

წამება, არაადამიანური მოპყრობა და პატიმრობა - რეჟიმი დაკავებულების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრულ ყველა წესს არღვევს.  

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების დაკვეთით სასამართლო და საგამოძიებო უწყებები ერთად მოქმედებენ და მოსამართლეები ბრალდების მხარის შუამდგომლობას, დანაშაულის მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად უსიტყვოდ იზიარებენ. 

პოლიტიკური დევნის მაგალითია ისიც, რომ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის ასამართლებენ პირებს, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ. იდენტური ბრალდებებისა და სადამსჯელო ღონისძიების გამოყენების შესახებ დღეს ანგარიში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა. 

რაზე მიუთითებენ ადვოკატები და რას ჰყვებიან საპატიმროებში განწესებული რეჟიმის ტყვეები - ამის შესახებ უფრო ვრცლად ნახეთ ნინუცა კეკელიას სიუჟეტში.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი