სირიის პროვინცია ტარტუში, ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ასადის მხარდამჭერებმა უსაფრთხოების სამსახურის 14 თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ასადის მხარდამჭერებმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ალყაში მაშინ მოაქციეს, როცა ისინი ოფიცრის დაკავებას აპირებდნენ. გარდა ამისა, მომხდარის დროს 3 შეიარაღებული პირიც დაიღუპა.
შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს კიდევ 10 პოლიციელი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დამხობის შესახებ ინფორმაცია 8 დეკემბერს გავრცელდა. უკვე 9 დეკემბერს ცმობილი გახდა, რომ ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება.