თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და პროპაგანდისტულად ამტკიცებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ევროპა პატივს არ სცემს:
„საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით ბანანის რესპუბლიკა. მოწინავე ქვეყანა ვიყავით ბევრი მიზეზის გამო, პოლიტიკურადაც ჩვენი სათქმელი გვქონდა. დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა...
ისინი იმეორებენ იმ გზას, რომელიც რუსეთის იმპერიამ გაიარა საქართველოსთან დაკავშირებით, შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა. რას ვერჩოდით ან ერთს, ან მეორეს? ვერჩოდით მთავარს, პატივს არ სცემდნენ სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის არჩევანს. ახლაც ვხედავთ ამ მეთოდით მოქმედ ზოგ უცხოელ პოლიტიკოსს. კარლ ბილდტზე არ დავწვრილმანდები. ის არის ლობისტი, რომელიც ფულით მოქმედებს"აცხადებს პაპუაშვილი.
იხილეთ: