დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - იმ დროს, როდესაც "ქართული ოცნება" სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავდა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ფრაქცია "ახალიდან" მათ აქციებზე ნაცემი და ნაწამები ადამიანები შეახსენეს და ფოტოკოლაჟი მიიტანეს. ამ ფაქტმა ოლიგარქის პარტიის წარმომადგენლები გააღიზიანა და არგუმენტად ისევ მოძველებულ რიტორიკას მიმართეს - რა ხდებოდა 2012 წლამდე. დარბაზში დაწყებული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა, მობილიზებული იყო დაცვის სამსახურიც. სხდომას ესწრებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, რომელიც "ოცნებისეული" პროპაგანდით ამტკიცებდა, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და არც დარღვევებს ჰქონია ადგილი. დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობა.