IPM Market Intelligence Caucasus -ის კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა უმეტესობა- 46% სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს ქვეყნის პრეზიდენტად, 22 % ყაველაშვილს, არც ერთს 16%, ხოლო არ ვიცი/უარი პასუხზე 16% -ია.
ამავე კვლევით, გამოკითხულთა 32% ერთხელ მაინც არის მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ნამყოფი;
ყველაზე ცნობადი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლების მარშია (49 %);
გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მსვლელობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე პროცესებში;
აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას გამოკითხულთა უმრავლესობა 72% უჭერს მხარს;
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 24-25 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე.
კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს