Bloomberg: ივანიშვილის ქონება $7 მილიარდ 550 მილიონამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $7 მილიარდ 550 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე 955 მილიონით დოლარით გამდიდრდა. 

500 მილიარდერის ჩამონათვალში, ოლიგარქი 387-ე ადგილზეა.

Bloomberg ივანიშვილის ქონების ანალიზს 5-იდან 1 ვარსკვლავით აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც და გადამოწმებაც რთულია.

როგორც გამოცემა წერს, ოლიგარქის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია და სავარაუდოდ 27% გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულშია დაბანდებული.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი