ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
საახალწლო სოფლის ტერიტორიაზე ქალთა მარშის მონაწილეს ქართული ოცნების "ტიტუშკები" თავს გუშინ დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი ონიანი. ინციდენტის დროს შორიახლოს იყვნენ სამართალდამცველები და მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.