ჩვენ თვალწინ, სხვადასხვა კუთხითა და მიმართულებით, იქნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება. ეს არის ნამდვილად ჩვენი იმედის წყარო. ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს, ვერც ერთი რეჟიმი, ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება, შემართებული ადამიანებით - ეს არის ის, რაც ყოველთვის, ყველაზე და ყველაფერზე, გაიმარჯვებს.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.