საქართველოს ევროპული მომავლის მცველი მოქალაქეების უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის დამოუკიდებელი ადვოკატები და იურისტები ერთიანდებიან. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იურისტების ჯგუფი წარადგინა და აღნიშნა, რომ აქციებზე დაკავებულ და რეპრესირებულ ადამიანებს ჯგუფში გაერთიანებული ადვოკატები და იურისტები უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ :
"დღეს, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან სადაც ვიმყოფებით, ის ადამიანები, რომლებიც არიან მძიმე პირობებში, ამ ადამიანებს მერე აპატიმრებენ მიუღებელი ფორმებით და მათ სჭირდებათ დაცვა . ასევე სჭირდებათ ადამიანებს დაცვა როცა სახლში შედიან ჩხრეკისთვის ისე, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა, ამისათვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელსაც ვესალმები დღეს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.