პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი აქციის 29-ე დღეს დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - ისინი აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.
ფოტო: IPN