ტრამპმა თანამდებობაზე წარადგინა პირი, რომელიც "ოცნებამ" ანაკლიის პორტის ინვესტორად არ მიიღო

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე წარადგინა პირი, რომელიც "ოცნებამ" ანაკლიის პორტის ინვესტორად არ მიიღო.

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მილიარდერი ინვესტორი, სტივ ფეინბერგი, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა.

ფეინბერგი კერძო კაპიტალის ფონდის Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორია.

Cerberus Capital Management-ი ერთ-ერთია იმ ამერიკულ კომპანიებს შორის, რომელიც ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებით იყო დაინტერესებული.

ორგანიზაცია FactCheck-ის მედიაპროექტ "ფაქტ-მეტრის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მთავრობას და ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასაფინანსებლად 8-პუნქტიან გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ახალი ინვესტორების მოძიება დადგა დღის წესრიგში.

ფაქტ-მეტრის ცნობით, ამ პერიოდში გამოჩენილი ორი პოტენციური ინვესტორიდან ერთ-ერთი Cerberus Capital Management LP იყო, რომელიც მთავრობისგან ინვესტორის მისაღებობის წერილობით დადასტურებას ითხოვდა. თუმცა, ანაკლიის კონსორციუმის ცნობით, დაპირების მიუხედავად, მთავრობამ შესაბამისი წერილი არ მოამზადა, ხოლო 2020 წლის 9 იანვარს კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება მთავრობამ შეწყვეტილად გამოაცხადა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ფეინბერგი პენტაგონში რიგით მე-2 პირი იქნება ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი პიტ ჰეგსეთის შემდეგ. მათი თანამდებობაზე შერჩევის მოსმენები კონგრესში მომდევნო კვირებში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი