"საქართველო არაა კუნძული, ეს არის პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის, ჩვენ გვჭირდება სტრატეგია..." | ბენ ჰოჯესი ჯო უილსონის მკაცრ გზავნილებს ეთანხმება

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მკაცრ გზავნილებს, სადაც ის ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლებას ამერიკის მტრებთან მეგობრობაში ადანაშაულებს და მის დასანქცირებას ითხოვს, ევროპაში ამერიკის ძალების ყოფილი მთავარსარდალი თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი გამოეხმაურა. ბენ ჰოჯესი უილსონს ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველო საკითხი უნდა იქნას განხილული, როგორც შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილი.

"ვეთანხმები ჯო უილსონს, მაგრამ ეს უნდა იყოს შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილი. საქართველო არ არის კუნძული. ეს არის პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგია, რომელიც რეგიონში ჩვენს მიზნებს მიგვაღწევინებს, მთ შორის უკრაინაში, თურქეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ბულგარეთში," - წერს ბენ ჰოჯესი X-ზე.

იხილეთ ასევე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი