საბა სხვიტარიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. სხდომას არც თავად სხვიტარიძე და არც მისი უფლებადამცველი ესწრებოდა. აქციების მონაწილეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
სხვიტარიძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული კიდევ ერთი საქმის ფარგლებში, სადაც მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს და დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს. ოლიგარქის პოლიცია დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.