"რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში, დივერსიებს ევროპასა და ამერიკაში, პოლიტიკურად ხელში იგდებს საქართველოს... არ დადგა ამ ფაშისტური რეჟიმის პასუხისმგებლობის დრო?" | მიკჰელსონი

გამოქვეყნდა:

"რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწარმოებს დივერსიებს ევროპასა და ამერიკაში, პოლიტიკურად ხელში იგდებს საქართველოს, ჩამოაგდეს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით. განა არ დადგა დრო, რომ ამ ფაშისტურ რეჟიმს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმგვარად, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს? მშვიდობა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი გზა, რომელიც მნიშვნელოვანია. მშვიდობა მშვიდობისთვის არის დაშოშმინება მიუნხენის სულისკვეთებით“, 

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიკჰელსონი X-ზე წერს, (1938 წელს მიღწეულ მიუნხენის შეთანხმებას ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ლიკვიდაცია მოჰყვა).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი