სოჭისა და ყაზანის აეროპორტების მუშაობა შეჩერებულია. შეზღუდვები „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, დაწესდა, თუმცა ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო დეტალებს არ ამხელს.
Telegram არხების ინფორმაციით კი ფრენები დრონის თავდასხმის საფრთხის გამოა შეჩერებული.