ბოსფორის სრუტეში მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. მიზეზი გიგანტური, 325 მეტრიანი გემი "კასტორონეა", რომელმაც სრუტე უნდა გაიაროს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
"კასტორონემ" მონაწილეობა უნდა მიიღოს თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მოპოვების მეორე ფაზის ფარგლებში წარმოებულ სამუშაოებში. გაზსადენი მილები უნდა განთავსდეს როგორც ხმელეთზე, ასევე მცურავი გემის პლატფორმაზე.
გემ "კასტორონეს" თან ახლავს სასწრაფო დახმარების გემი, 4 სამაშველო გემი, ბუქსირი და სამაშველო ნავები