გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და 2025 წლის 23 თებერვალს, ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
შტაინმაიერმა პარლამენტის დათხოვნის განზრახვის შესახებ 20 დეკემბერს გამოაცხადა.
შეგახსენებთ, 16 დეკემბერს დეპუტატებმა ოლაფ შოლცის მთავრობს უნდობლობა გამოუცხადეს, რასაც გერმანიაში მმართველი კოალიციის დაშლა მოჰყვა.