"ჩვენ არ მივიღებთ საბიუჯეტო დაფინანსებას... მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების აქციებზე დაზარალებულების მხარდაჭერისკენ მიმართვას" | "თავისუფლების მოედანი"

გამოქვეყნდა:

"თავისუფლების მოედანი" არ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა," - ამ განცხადებით ეხმაურება კოალიცია "ძლიერ საქართველოში" შემავალი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" პარტიების მიერ სახელმწიფოსგან გამოყოფილი პარტიული დაფინანსების აღების შესახებ ინფორმაციას.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავარი ყურადღება ახლა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ხალხის პროტესტს უნდა დაეთმოს.

"თავისუფლების მოედანი" საჭიროდ მიიჩნევს პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია:

თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში აუცილებელია პროდასავლური პარტიების ერთიანობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დასანიშნად;

"თავისუფლების მოედანი" არ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა. მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების აქციებზე დაზარალებულების მხარდაჭერისკენ მიმართვას.

ნათელია, რომ არც ერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც ბარიერი გადალახა, არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების შედეგებს. მისასალმებელია, რომ პოზიცია არჩევნებისა და პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ არ შეცვლილა.

ახლა მთავარი ყურადღება და ენერგია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ შეცვლილი საგარეო გარემოებებისა და მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისკენ უნდა მიემართოს, რაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური და სამოქალაქო ერთიანობის შენარჩუნების, ხელახალი არჩევნების დანიშვნის და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის საწინდარი გახდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი