
"ქართველი ხალხი ქუჩაშია, ის მეტად დემოკრატიულია ვიდრე პოლიტიკური ელიტა... ეს ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთი არის იმაზე სუსტი ვიდრე ამას ევროპელები ფიქრობენ," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტში (Rest Is Politics) სტუმრობისას განაცხადა.
"რას ვაპირებ 29-ში? ეს არის კითხვა რომელსაც დღეს არ ვუპასუხებ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. მე ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას, ეს არის ის რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი.
ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ბელარუსი ამიტომ არიან მოქალაქეები ქუჩაში, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს ეგზისტენციალურია. ახლა დროა, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მიიღონ ახალი რეალობა, რომ რუსეთი ცდილობს მართოს დემოკრატიული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ კავშირი დასავლეთთან და ეს მოახერხოს არჩევნებით. ეს მოხდა რუმინეთში. ჩვენ არ გვაქვს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პრეზიდენტის გარდა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ ლეგიტიმურად მიიჩნევენ, თუ არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისის სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, მე გპირდებით, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგ. თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა. ქართველი ხალხი ქუჩაშია, ის მეტად დემოკრატიულია ვიდრე პოლიტიკური ელიტა. ეს საზოგადოება დემოკრატიულ სახელმწიფოში დაიბადა და გაიზარდა, ეს ხალხი არ აპირებს მიიღოს ეს რეალობა. ეს ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთი არის იმაზე სუსტი ვიდრე ამას ევროპელები ფიქრობენ," - განაცხადა პრეზიდენტმა.