"დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან. ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე აქვეყნებს და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას აქვეყნებს.
"დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან. ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე. ჩემი განათლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, სუფთა ხელებით. თანამდებობა და ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და არც ყოფილა, მთავარია საკუთარი ქვეყნის უანგაროდ სიყვარული. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე საჯარო სამსახურში, მადლობას გიხდით ყველა იმ დღისათვის, როდესაც ჩვენ ერთად, ერთ გუნდად, პატივისცემითა და ერთმანეთის დაფასებით პირნათლად ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას," - წერს ბუცხრიკიძე.
იქამდე, მიხეილ ბუცხრიკიძე,არალეგიტიმური პრემიერის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ ანტიევროპულ განცხადებას გაემიჯნა და საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევა დაგმო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.