"ჩემი ინფორმაციით, დღეს, აშშ-ი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს გამოაცხადებს" | Fox New-ის ჟუნალისტი ნანა საჯაია

გამოქვეყნდა:

Fox New-ის ჟუნალისტის, ნანა საჯაია ინფორმაციით, აშშ-ი დღეს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს გამოაცხადებს.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდს განცხადებიდან, რომელიც, მისივე თქმით, მალე გამოქვეყნდება.

"ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“ ხელს უწყობდა კრემლის ინტერესების წინსვლას, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეფერხებით – ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხისა და კონსტიტუციის ხედვას.

ამ ქმედების შედეგად, ყველა ის ქონება, რომელიც აღნიშნულ პირს აქვს შეერთებულ შტატებში ან იმყოფება აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ, დაიბლოკება (ანუ გაიყინება) და უნდა ეცნობოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს (OFAC).

აღნიშნული პირი დაექვემდებარა E.O. 14024-ის საფუძველს, რადგან არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ იყო ჩართული ან ცდილობდა მონაწილეობის მიღებას ქმედებებსა თუ პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა თუ ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან მის ფარგლებს გარეთ, რუსეთის ფედერაციის სახელით, მისი სასარგებლოდ ან უშუალოდ ან არაპირდაპირ," - წერია ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ამონარიდში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი