რას გულისხმობს აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მა ოლიგარქ ივანიშვილს დაუწესა

გამოქვეყნდა:

ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს დაუწესა გულისხმობს, რომ მას მთელი ქონება, რომელიც, შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, გაეყინება.

14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, ივანიშვილის ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა.

გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.

14024-ე აღმასრულებელი განკარგულება 2023 წლის 22 დეკემბერს "შესწორდა" - როგორც სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, კიდევ უფრო გაძლიერდა და დაემატა უნარი, სანქციები დაუწესოს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც:

  • „ან ხელს უწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში მოქმედი იმ პირების სახელით, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზას;
  • ან ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“.

გარდა ამისა, განკარგულებით, სანქციები წესდება მათზე, ვინც:

  • ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში
  • ერევიან აშშ-სა თუ სხვა უცხოური მთავრობების არჩევნებში
  • ქმედებებითა თუ პოლიტიკით ძირს უთხრიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს აშშ-სა თუ საზღვარგარეთ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი