აშშ-მა ივანიშვილი იმავე განკარგულების საფუძველზე დაასანქცირა, რომლითაც 2022 წელს, კრემლის პრესსპიკერი პესკოვი და მისი ოჯახი.
14024-ე აღმასრულებელი განკარგულება 2023 წლის 22 დეკემბერს „შესწორდა“ - როგორც სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, კიდევ უფრო გაძლიერდა და დაემატა უნარი, სანქციები დაუწესოს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც:
- „ან ხელს უწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში მოქმედი იმ პირების სახელით, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზას;
- ან ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“.
გარდა ამისა, განკარგულებით, სანქციები წესდება მათზე, ვინც:
- ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში
- ერევიან აშშ-სა თუ სხვა უცხოური მთავრობების არჩევნებში
- ქმედებებითა თუ პოლიტიკით ძირს უთხრიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს აშშ-სა თუ საზღვარგარეთ.