"როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა... დროა იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა," - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.
"როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა.
მივესალმები ამერიკის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვე არის ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის სანქციების ეროვნულ სიაში.
დროა იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა. ლიეტუვა დგას ქართველი ხალხის გვერდით!" - წერს კესტუტის ბუდრისი.