"კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია - ფულს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, წერს და აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ეხმიანება.
"ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია, არსი და საზრისი. მას თუ რამის ეშინია, ფინანსურ რესურსზე წვდომის დაკარგვაა; თუ რამით იცის მართვა, ფულია;
ყველას, ხელქვეითს, სხვადასხვა გზებით გამოჭერილს თუ მხარდამჭერს, არწმუნებდნენ რომ "დაალაგებს". ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია - ფულს!" - წერს ნიკა მელია.