"ქართველები იბრძვიან თავისუფლების არსისათვის. თითოეულ ამერიკელს უნდა ეამაყებოდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ," - ამის შესახებ X-ზე ჰელსინკის კომისიის მრჩეველი, ბახტი ნიშანოვი წერს.
"ეს არის ამერიკა ჩვენთვის საუკეთესო ფორმით: მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გადამწყვეტი ქმედებებით. ქართველები იბრძვიან თავისუფლების არსისათვის. თითოეულ ამერიკელს უნდა ეამაყებოდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ მისწრაფებებს ამ ქმედების საშუალებით," - წერს ბახტი ნიშანოვი.