"ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, განსახილველი ბევრი საკითხია, თუ როგორ ვითანამშრომლოთ მომავალში, როგორ შევუწყოთ ხელი გარდაუვალი ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილი, რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს საარჩევნო პრინციპების ყველა ევროპულ სტანდარტს.
როგორც იცით, სამწუხაროდ, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღება ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, [ევროკავშირის მიერ ივანიშვილის დასანციქრებას] დრო დასჭირდება, მაგრამ ეს გარდაუვალია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ."
- ამბობს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი, დაინიუს ზალიმასი.