"თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარს ვუჭერთ, ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს" | საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში.

ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, ამიტომ ჩვენ მომავალში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარს ვუჭერთ და ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში. 

აუცილებელია, ევროპული ინსტიტუტების, არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ, კომისიისა და საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად მხარს ვუჭერთ. გვესმის, რომ ეს მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა, გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას დღემდე ცდილობს."

- ამბობს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი, მიხალ ვავრიკიევიჩი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი