ევროპაში რუსული პროპაგანდისტული მედიის ტელეგრამ არხების დაბლოკვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ევროპაში რუსული პროპაგანდისტული მედიის ტელეგრამ არხების დაბლოკვა დაიწყო. "რადიო თავისუფლების" ცნობით, დაბლოკილია RIA Novosti, Izvestia, NTV, Rossiya 1, Channel პირველი, Rossiyskaya Gazeta და სხვა რუსული ფედერალური მედიის ტელეგრამის არხები. 

RIA Novosti-ს ცნობით, ამჟამად არხზე წვდომა არ არის პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და იტალიაში:

„როდესაც თქვენ ცდილობთ არხის მასალების გახსნას, ჩნდება შეტყობინება ადგილობრივი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შესახებ, მაგრამ კონკრეტული მაგალითები არ არის მოყვანილი“, - აცხადებს კრემლის მედიასაშუალება. 

Izvestia-ს  ცნობით კი, მათი ტელეგრამის არხი მიუწვდომელია ევროპის რიგ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, გერმანიაში, შვედეთსა და ბელგიაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი