რუსულმა „გაზპრომმა“ „მოლდოვაგაზს“ შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დავალიანებისა და "გადახდის ვალდებულებების რეგულარული შეუსრულებლობის" გამო, 2025 წლის 1 იანვრიდან მოლდოვას გაზის მიწოდებს უწყვეტს.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა პირველ რიგში გავლენას მოახდენს დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონებზე. ის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავასაც არ გამორიცხავს:
"რუსეთი იყენებს ენერგიას, როგორც პოლიტიკურ იარაღს და მოლდოვა ახლა განიხილავს მის სამართლებრივ ვარიანტებს, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟს", აღნიშნა დორინ რეჩანმა.
მისი თქმით, მოლდოვის მთავრობა არ ცნობს რაიმე სავარაუდო ვალს, რომელიც საერთაშორისო აუდიტმა ბათილად ცნო და ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც კრემლის გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნება.