ე.წ ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს. ამის შესახებ პარლამენტის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ზურაბიშვილმა დღეს უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის. დღეს, ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. დღეიდან ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის."- განაცხადა პაპუაშვილმა.