"იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია, არც გისოსების... ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება... იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული - ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ."
- ამბობს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე.