აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. ამის შესახებ არალეგიტიმურმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
"აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით ვასახელებდით 3 პირობას ჩვენი არჩევნები, ამერიკის არჩევნები და უკრაინის ომის დასრულება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.