"სალომე ზურაბიშვილი ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ინაუგურაციაზე" | კობახიძე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ტრამპის გარემოცვის წევრ ჯო უილსონზე

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენის და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ ჯო უილსონი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსს შეადარა, რომელიც ოცნების რეჟიმის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა.

"სალომე ზურაბიშვილი ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ინაუგურაციაზე. ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასიათასობით ადამიანი. როგორც მოქალაქე ზურაბიშვილი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი