"აქ ვარ იმიტომ რომ მე ვარ ევროპარლამენტარი...ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ამ ქვეყანაში" | ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

"მე აქ ვარ თბილისის ქუჩებში, იმიტომ რომ მე ვარ ევროპარლამენტარი...ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ამ ქვეყანაში," - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა განაცხადა

"მე აქ ვარ თბილისის ქუჩებში, იმიტომ რომ მე ვარ ევროპარლამენტარი და ევროპარლამენტი ღიად გამოხატავს მხარდაჭერას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, იყოს ევროპისა და ევროატლანტიკური სამყაროს ნაწილი. ძალიან მკაფიო სიგნალს ვხედავ ქართველი ხალხისგან, რომ მათ უნდათ იყვნენ ევროატლანტიკური გაერთიანების ნაწილი. ისინი დგანან დემოკრატიის მხარეს, არ  სურთ რუსეთის ხელში გადასვლა. ეს წითელი ბარათები, არის სიგნალი ე.წ ხელისუფლებისთვის.

სიტუაცია არის დრამატული და რთული ამ ეტაპზე. ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ამ ქვეყანაში. მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს თავის საქმიანობას, დარჩება საქართველოს პრეზიდენტად იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს ერთადერთი პირობაა, რადგან ახალი არჩევნები არის ქართველი ხალხის სურვილი. მე როგორც პოლონელმა, კარგად ვიცი რა არის რუსული ოკუპაცია, გააზრებული მაქვს როგორც საქართველოს ისტორია, ასევე ჩემი ქვეყნის და ამ გადმოსახედიდან კიდე უფრო მტკიცედ ვუჭერ ქართველი ხალხის მისწრაფებას მხარს, რომ იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში," - განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.

 

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი