"ცუდი რამ ემუქრება ევროკავშირის კანდიდატ საქართველოს. ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში უნდა წავიდნენ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბუნდესტაგის წევრი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან", კნუტ აბრაჰამი წერს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკს მიმართავს.
"ძვირფასო ქალბატონო ბერბოკ, ცუდი რამ ემუქრება ევროკავშირის კანდიდატ საქართველოს. ვაიმარის სამკუთხედის (საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის) საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში უნდა წავიდნენ. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ და ბალტიელების გამოცდილება გვიჩვენებს გზას," - წერს კნუტ აბრაჰამი.