მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლაშა გოგნიაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს და ჯერ დაკავებული არავინ არაა.
გამოძიება მყისიერად დავიწყეთ გივი ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 126-ე მუხლით. რაც შეეხება ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ცემის ფაქტს, გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე ხელის შეშლას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავების მიზნი, - თქვა გოგნიაშვილმა.
მისი განცხადებით, შსს ყველაფერს აკეთებს, რომ ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვან.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია მთავარი არხის ტექნიკაც.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც.