"მთავარის" გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დაუმტვრიეს საზ.მაუს გადამღებ ჯგუფსაც

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის გარდა, მარნეულში თავს დაესხნენ  პირველი არხის გადამღები ჯგუფსაც, მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ არხი თავად ავცელებს. 

როგორც საზ.მაუ-ს ჟურნალისტი ამბობს, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.  გადამღები ჯგუფი უკვე პოლიციაშია გამოკითხვაზე. 

დღესვე, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი "ქართული ოცნების" წევრების ჩასაწერად მივიდა.  

ამ წუთებში ჩვენი ჟურნალისტი სასწრაფოს საავადმყოფოში გადაჰყავს. 

შსს-ს თქმით გამოძიება უკვე დაწყებულია. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი