სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფას 179 ადამიანი ემსხვერპლა | 2 ადამიანი გადარჩა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 179 ადამიანი დაიღუპა. სულ ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 2 ადამიანი გადაურჩა - ისინი ეკიპაჟის წევრები არიან. გადარჩენილები კლინიკაში გადაიყვანეს. ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, სამთავრობო უწყებებზე დროშები დაუშვეს.

Boeing 737-800-ს მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა. ბორტი მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასიში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი