როგორ ხვდება იარაღი რუსეთში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთში იარაღის და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შეტანა დიდი ხანია აკრძალულია. სანქციები დასავლეთმა ჯერ კიდევ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ აამოქმედა და უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გაამკაცრა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ მაგალითად დასავლური წარმოების სნაიპერული შაშხანები რუსეთში ისევ შედის. უკრაინელი სამხედროებიც ადასტურებენ, რომ რუსები ფრონტზე დასავლური წარმოების შაშხანებს და ტყვიებს იყენებენ, იქიდან გამომდინარე რომ რუსული წარმოების სნაიპერები გაცილებით დაბალი სიზუსტისაა. 

მილიონ დოლარიან კითხვაზე, როგორ ხვდება ავსტრიული, გერმანული, თუ ამერიკული სნაიპერული შაშხანები რუსეთში, საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაიწყეს პასუხების ძებნა და აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში მთავარი რგოლი მესამე ქვეყნებია, რომლებიც თითქოს დასავლურ სანქციებს ან უერთდებიან, ან ითვალისწინებენ, მაგრამ რუსეთთანაც აგრძელებენ აქტიურ ვაჭრობას. 

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამ მესამე რგოლში საქართველოსთვისაც მოინახა ადგილი. სტატისტიკაც აძლიერებს ამ ეჭვებს, რადგან საქართველოც იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, სადაც ახალ იარაღზე მოთხოვნა ბოლო წლებში რამდენჯერმე გაზარდა. ეს შაშხანები კი შემოვლითი გზებისა და მესამე პირების გამოყენებით, სავარაუდოდ რუსეთში ხვდება.

 

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი