პირველი ე.წ. პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ | ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტად რჩება

გამოქვეყნდა:

დღეს არალეგიტიმური პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილის ჯერ კანდიდატად დასახელებას, შემდეგ არალეგიტიმურ და პაროდიულ არჩევნებს და ახლა უკვე ვითომ ინაუგურაციას ძალიან ბევრი კრიტიკა და სარკასტული შეფასება მოჰყვა. მაგრამ ყველაზე სწორად საკუთარი თავი მაინც მიხეილ ყაველაშვილმა შეაფასა უნებურად, როცა ჩართულ მიკროფონში გადაულაპარაკა მავანს: "მე ვიქნები თქვენი პირადი პრეზიდენტიო".

სალომე ზურაბიშვილმა კი ათონელის რეზიდენცია დატოვა, თუმცა ამბობს, რომ ის არსად მიდის და რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ამ ქვეყნის ისტორიაში 5-ვე პრეზიდენტის ინაუგურაცია ისე ჩატარდა რომ არავის ლეგიტიმაციის საკითხი არ წამოუჭრია. ზვიად გამსახურდიადან - სალომე ზურაბიშვილამდე ქვეყანამ ისტორიული ქარტეხილი ისე გაიარა რომ არასდროს პრეზიდენტი არ დამალვია არც ერს და არც ბერს. არასდროს არც ერთ მეგობარ ქვეყანას და მის ლიდერს არ უთქვამს რომ არ აღიარებს პრეზიდენტს და არ დაესწრება მის ინაუგურაციას.

უფრო მეტი ნახეთ ზურა პეტროსიანის სიუჟეტში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი