"ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა. კარგად ნაცნობია ხელისუფლების მცდელობა უარი თქვას საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს მის ხალხზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, გვიან მაგრამ საბოლოოდ მაინც დაწესდა სანქციები,კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, რომ ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია."
ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში X-ზე წერს.