ლავროვი "ქართულ ოცნებას" "დასავლეთისგან დაშორების გამო" აქებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი "ქართულ ოცნებას" "დასავლეთისგან დაშორების გამო" აქებს.

ლავროვი იმეორებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და ამბობს, რომ "ქვეყნის ხელისუფლებას ესმის ყველაფერი და აშენებს სუვერენულ პოლიტიკას, რათა საქართველო არ გახდეს დასავლეთის ხელში პაიკი და წინ წავიდეს".

"შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემაში ჩააგდონ: ჩვენთან თუ ჩვენ წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს შექმნას სუვერენული პოლიტიკა, რომელიც აკმაყოფილებს ეროვნულ ინტერესებს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს უბიძგებენ დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ესმის ყველაფერი და წინ წავა", - თქვა მან TASS-თან ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი