უკრაინის დელეგაცია სირიაში ჩავიდა | საგარეო საქმეთა მინისტრი ამბოხებულების ლიდერს შეხვდა

გამოქვეყნდა:

მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ხელმძღვანელობით სირიაში იმყოფება. ამავე ინფორმაციით, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დამასკოში  სირიელი ამბოხებულების ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მაღალი დონის დელეგაციაში შედიან სოფლის მეურნეობის მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, ასადის რეჟიმის ჩამოშლისა და მისი მოსკოვში გაქცევის შემდეგ, სირიის ახალი დროებითი პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ალ-ბაშირი გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი