მოქალაქე მათე სოხაძე წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

მოქალაქე მათე სოხაძე წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

"როგორ შეიძლება დაიწყოს 30 დეკემბრის დილა მთავრობის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის, რომელსაც თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებაზე ხელმოწერის გზით და თან საპროტესტო აქციებზეც დადის? - ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ახალი წლიდან კონტრაქტს აღარ მიხანგრძლივებენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო, საჯარო სექტორის დაანონსებული "გაჯანსაღების" და "თვითწმენდის" ფონზე, თუმცა უფრო ადრე შეტყობინებას ვისურვებდი.

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მხოლოდ იმ მოლოდინის ნორმალიზება, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლებენ, კარგი ინდიკატორია იმის მისახვედრად, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ახლა.

მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ხვდება, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ფორმდება, ან ხვდება და იღებს ამ რეალობას, რადგან ნაცების, ლოკალური და გლობალური ომის პარტიის, დიფ სთეითისა თუ მასონების ეშინია.

დავუშვათ, მართლა არსებობს რაღაც ძალა, რომელსაც საქართველოს ომში ჩაბმა და განადგურება უნდა. ამის საპირწონედ საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს? "გლობალურ ომის პარტიასთან" ბრძოლა ინდულგენციაა ქვეყანაში ავტოკრატიის დასამყარებლად? თუ სიმართლის მხარეს ხარ, რატომ ვერ იცავ და ამტკიცებ მას რეპრესიების, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუციის დაპატრონების და პროპაგანდის გარეშე?

დააკვირდით, რა არის პროპაგანდის მთავარი ხაზი საქართველოში. იმას კი არ ამტკიცებენ, რომ თვითონ ოპტიმალური მმართველები არიან (ეს ბევრი მიზეზის გამო არ გამოვა), სანაცვლოდ, ირიბად აღიარებენ, რომ დიდად არ ვარგიან, თუმცა სხვები გაცილებით უარესები არიან. სწორედ გაურკვეველ მომავალზე შიშის თესვით და კულტივირებით უნდათ, რომ აწმყოში მომხდარი ცუდი ნორმალიზდეს, რადგან ეს "დიად მიზანს" ემსახურება, ჩვენი მომავლის უარესისგან დაცვას.

ცუდის ნორმალიზება, არასახარბიელო სტატუს-კვოს შენარჩუნება, ავტორიტარიზმის გაფორმებაზე თვალის დახუჭვა - არც მორალურია და არც პრაგმატული. არასდროს იცი, როდის გახდება "დიადი მიზნებისთვის საჭირო" შენს თავს დამტყდარი ცუდის გამო გაჩუმება", - წერს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი