სახელოვნები სფეროს უმაღლესი სასწავლების სტუდენტები რექტორებს მოუწოდებენ, ღიად დააფიქსირონ პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები - სახელოვნები სფეროს უმაღლესი სასწავლების - თეატრალურის, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები რექტორებს მიმართავენ, ღიად გამოხატონ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის, გიორგი შალუტაშვილის გადადგომასაც ითხოვენ.

"ჩვენ ორი დღის წინ გადმოვკიდეთ ბანერები. ამას მოჰყვა ადმინისტრაციისგან ის, რომ დაგვსაჯეს. არ მოგვცეს საჭმლის მიწოდების უფლება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც იყვნენ შიგნით და აპროტესტებდნენ. არ მოგვცეს მათი ჩანაცვლების უფლება. ამას მოჰყვა ჩვენგან ძალიან დიდი პროტესტი. ეს რეალურად იყო დასჯა, რადგან ჩვენ გადმოვკიდეთ ბანერი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით," - თქვა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა, მაშო მაყაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი