რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინასთან ტყვეების გაცვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა.
უწყება აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
გათავისუფლებული რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი.
ვოლოდიმირ ზელენსკი კი წერს, რომ სახლში 189 უკრაინელი დაბრუნდა.
"რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის დაბრუნება ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია ყოველი ჩვენგანისთვის და დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა," - წერს უკრაინის პრეზიდენტი "ტელეგრამის" საკუთარ არხზე.
უკრაინის "სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბის" ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 87 უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა, 43 უკრაინის ევროვნული გვარდიის, 33 უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, 24 უკრაინის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.