"ბრალდება წამოგვიყენეს ასკს 174-ე მუხლით, რომელსაც არ ვემორჩილებით" | ზუგდიდში, კრიმინალურმა პოლიციამ სამ ქალს ბალაკლავას მოხსნა მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, კრიმინალურმა პოლიციამ სამ ქალს ბალაკლავას მოხსნა მოსთხოვა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს "დროას" წევრი, მარიამ სიჭინავა ავრცელებს.

"ზუგდიდი, პროტესტის 33-ე დღეს, სამ ქალს ბალაკლავას ტარებისთვის კრიმპოლმა ბრალდება წამოგვიყენა ასკს 174-ე მუხლით, რომელსაც არ ვემორჩილებით," - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 174-ე მუხლი ერთ-ერთია იმ 28 კანონპროექტს შორის, რომელსაც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს მოაწერა ხელი. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - ითვალისწინებს აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას;

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი