დიდი საკადრო გადაადგილება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასარჩენად. ოლიგარქის ერთგული ადვოკატი, ყოფილი მთავარი პროკურორი და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე მოულოდნელად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება.
შალვა თადუმაძისთვის ეს დაქვეითებაა, მაგრამ "ქართულ ოცნებაშიც" და ოპოზიციაშიც მიიჩნევენ, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილების მიღმა სხვა მიზნები დგას.
პოლიტიკურ კულუარებში უკვე ხმამაღლა მსჯელობენ ახლო მომავალში მინისტრის მოადგილის - მინისტრად დაწინაურების ალბათობაზე, მითუმეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დასანქცირების შემდეგ, ძალოვან უწყებაში მნიშვნელოვანი რყევები დაიწყო.
უფრო ვრცლად იხილეთ ნატალი ჯახუტაშვილის სიუჟეტში